შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმედღიანი ოპერატიული-საგამოძიებო მუშაობის შედეგად, ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული არიან ირანის მოქალაქეები: 1984 წელს დაბადებული ა.ქ. და 1995 წელს დაბადებული ს.ა, ასევე საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული ი.კ. და 1980 წელს დაბადებული ბ.კ.
როგორც შსს-ში განაცხადეს, სამართალდამცველებმა დაკავებულების ჩხრეკისას სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
გვიან ღამით ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, გოგონა კი უცნობი ნივთიერებით მოწამვლის გამო საავადმყოფოში მოხვდა.